01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
სოფელ მოხეში მუსლიმები სადაო შენობაში ლოცვის ჩატარებას დღეს ისევ გეგმავენ

სოფელ მოხეს მუსლიმი მოსახლეობა სადაო შენობაში ლოცვის ჩატარებას დღეს ისევ გეგმავს. ადიგენის რაიონში ნანგრევებს ისევ ამკრძალავი ლენტი აკრავს და ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.

ადგილობრივების განცხადებით, ნამაზის რიტუალი პირველი საათისთვის მაინც უნდა განხორციელდეს.

გუშინ  ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა იმ შენობაში აღავლინეს, რომელიც წლების წინ სადავო იყო და რომელზეც მართლმადიდებლები ამტკიცებენ, რომ ქრისტიანული ტაძარია, მუსლიმები კი საპირისპირო პოზიციაზე არიან, მათი თქმით ეს მეჩეთია.

დღის ამბები