07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე სამსუნგ ნოუთ7-ის ატანა აკრძალა

შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტრომ თვითმფრინავის ბორტზე სამსუნგ ნოუთ7-ის ატანა აკრძალა. ახალი დადგენილება როგორც მგზავრებს, ასევე ეკიპაჟის წევრებსაც შეეხება.

სამსუნგის სმარტფონების მფლობელებს არა მარტო უფლება არ ექნებათ, რომ ტელეფონი ხელბარგში ჩადონ, არამედ ჩააბარონ კიდეც.

გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროში იმ საფრთხის თავიდან აცილებას ასახელებენ, რომელსაც სამსუნგ ნოუთ7 ქმნის. ცნობილია, რომ ბატარიის გადახურების შემთხვევაში, სამსუნგის ახალ სმარტფონები ალდება. სკანდალის გამო კომპანიამ ამ მოდელის წარმოება უკვე შეწყვიტა.

დღის ამბები