01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
თბილისობის გამართვა 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა - დავით ნარმანია

დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი რიყე, ახალი ტფილისი და ლეღვთახევია. იმართება კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისობასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმრთება. მისი თქმით, თბილისობის ფარგლებში ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.

თბილისის მერის თქმით, რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება, ასევე იქნება კულინარიული ფესტივალი.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.   

დღის ამბები