07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ერთი ტონა ექსტაზი - ავსტრალიაში ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით პოლონეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების ვაჭრობის ბრალდებით პოლონეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

სიდნეიში პოლიციამ ტონაზე მეტი ექსტაზი ამოიღო, რაც წელს ჩატარებულ ოპერაციებს შორის ყველაზე მასშტაბურია.

რეკორდული რაოდენობის, 4 მილიონზე მეტი, ტაბლეტი ფოლგაში იყო შეფუთული. ტვირთი ავსტრალიაში ჩეხეთიდან შეიტანეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 145 მილიონ ავსტრალიურ დოლარს აჭარბებს.

დაკავებულებს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სასამართლომ უკვე უარი უთხრა. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები