01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
თბილისობა 2016 - რიყის პარკში პრემიერი იმყოფებოდა

რიყის პარკში თბილისობაზე პრემიერმინისტრი იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღესასწაულის ფარგლებში უამრავი სიახლეა.

„ეს დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წელს ღონისძიებების ეპიცენტრი ასევე ახალი ტფილისი და ლეღვთახევია. იმართება კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დღეს საღამოს საპატიო თბილისელების დაჯილდოება გაიმართება.

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე 

დღის ამბები