07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
სათბური აირების გამოყენების შემცირებაზე პარიზში მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შეთანმხება გააფორმეს

პარიზის ხელშეკრულების შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

რუანდაში 200-მდე სახელმწიფომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც კონდიციონერებიდან და მაცივრებიდან სათბური აირების გამოყოფის შემცირებას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, ქვეყნები სამ ჯგუფად დაიყოფიან და ვალდებულებების შესრულება მათ წინასწარ გაწერილ ვადებში მოუწევთ. მაგალითად, განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულ შტატებმა და ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ სათბური აირების გამოყენება 2019 წლისთვის - 10%-ით, 2036 წლისთვის კი 85 %-ით უნდა შეამცირონ. 

დღის ამბები