01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
მოხეში მუსლიმებმა სადავო შენობის გარეთ ილოცეს - ნამაზის რიტუალმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა

ნამაზის რიტუალმა ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა სადავო შენობის გარეთ ილოცეს. ადგილზე  საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა, ნანგრევები კი ამ დრომდე ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ორწლიანი ზავის შემდეგ შენობის ტერიტორიაზე ლოცვა ჩატარდა.

შეთანხმების თანახმად, სპეციალური კომისიის მიერ ნანგრევების კუთვნილების დადგენამდე ტერიტორიაზე შესვლისგან თავი დაპირისპირებულ მხარეებს უნდა შეეკავებინათ, თუმცა მუსლიმი თემის ვარაუდით, საკითხის შესწავლა ხელოვნურად ჭიანურდება, მათ კი სალოცავი ადგილი არ აქვთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები