01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
ტრანსგენდერის დაჭრა - ახლობლები დანაშაულისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ

გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი ტრანსგენდერის ახლობლები დანაშაულისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. მათი ინფორმაცით, ტრანსგენდერს ორი პირი სიძულვილის მოტივით დაესხა თავს, დანით ყელი გამოჭრეს, სახეზე დაზიანებები კი ბლაგვი საგნით მიაყენეს. მათი განცხადებით, დანაშაული დაზარალებულის იდენტობას უკავშირდება.

დაშავებულის ახლობლის ინფორმაციით, თავდასხმა ორთაჭალაში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს ამ დროისთვის არავინ დაუკავებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები