07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
მუსიკოს პრინცის გარდაცვალებას მისმა მეგობრებმა გრანდიოზული კონცერტი მიუძღვნეს

მინესოტაში პრინცის ხსოვნას მისმა მეგობრებმა სპეციალური კონცერტი მიუძღვნეს. გრანდიოზული შოუ სენტ პოლის არენაზე, იმ სახლიდან 30 მილის დაშორებით გაიმართა, სადაც აპრილში პრინცი გარდაცვლილი იპოვეს.

კონცერტში არაერთი ცნობილი მუსიკოსი მონაწილეობდა, მათ შორის სტივი უანდერი და ჩაკა ჰანი. ის პრინცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლით და პრეზიდენტ ობამას მოკლე მიმართვით დაიწყო.

კონცერტს 17 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ბილეთის ფასი კი 20-დან 150-თ დოლარამდე იყო. 

დღის ამბები