07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
აშშ-ში რუსეთისგან კიბერთავდასხმის მზადებას კრემლში "უპრეცედენტო მუქარას" უწოდებენ

რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან საპასუხო კიბერთავდასხმის მზადებას კრემლში "უპრეცედენტო მუქარას" უწოდებენ.

ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონის მხრიდან აგრესია მკვეთრად გაიზარდა, ამიტომ მოსკოვი, საკუთარი ინტერესების დასაცავად, სათანადო ზომებს მიმართავს.

რუსეთის ლიდერების წინააღმდეგ მასშტაბური კიბეროპერაციის მზადების შესახებ ინფორმაცია "ენბისიმ" გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ამერიკის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მოსკოვის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს. 

დღის ამბები