07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ტერაქტების სერიის შედეგად ბაღდადში 55 ადამიანი დაიღუპა

ტერაქტების სერიის შედეგად ბაღდადში 55 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მეტი მსხვერპლი თავდასხმას ერაყის დედაქალაქის შიიტურ უბანში მოჰყვა, სადაც ის თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მან თავი ხალხით სავსე კარავში სამგლოვიარო რიტუალის დროს აიფეთქა.  დაიღუპა 41 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მანამდე აფეთქება პოლიციის საგუშაგოსთანაც მოხდა, ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის სახლში კი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმებს საერთო ჯამში 15 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები