07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ტაილანდელები მეფის გარდაცვალებას გლოვობენ

ტაილანდელები მეფის გარდაცვალებას გლოვობენ. მონარქისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ბანგკოკში სამეფო სასახლესთან გრძელი რიგი დგას.

სასახლესთან შავ სამოსში ჩაცმული ათასობით ადამიანია შეკრებილი. მათ ჯგუფებად უშვებენ შენობაში, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვება შეუძლიათ.

ტაილანდის მეფე, რომელიც ქვეყანას 70 წლის განმავლობაში ედგა სათავეში, 89 წლის ასაკში ორი დღის წინ დაღუპა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა.

ტაილანდელ მონარქს გლოვობენ საქართველოში მცხოვრები ტაილანდელებიც. მწუხარების გამოსახატად შავი სამოსით არიან შემოსილები და მეფის ხსოვნას ამ ფორმით მიაგებენ პატივს.

 

დღის ამბები