07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
რუსეთის ხელისუფლებამ სირიის სანაპიროსთან ავიამზიდი გაგზავნა

რუსეთის ხელისუფლებამ სირიის სანაპიროსთან ერთადერთი ავიამზიდი ადმირალი კუზნეცოვი გაგზავნა. სამხედრო ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 4 თვის შემდეგ შევა.

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევიდან სამ კვირაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები კვლავ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარეობს და, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვთან ერთად, მას გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, ასევე კრიზისის მოგვარების პროცესში ჩართული რეგიონის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ლიდერები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის გზებს განიხილავენ.

დღის ამბები