01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მცდელობა - ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

განზრახ მკვლელობის მცდელობა - სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს წუხელ ღამით თბილისში მომხდარი თავდასხმის გამოძიება, თუმცა საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

რამდენიმე უცნობმა პირმა მოქალაქეს ცივი იარაღით და ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები მიაყენა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

დაზარალებულების ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის მიზეზი მისი გენდერული იდენტობა გახდა - თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერია.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები