01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
ლალი ბადურაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რობერტ გოგოლაშვილი, ლიანა ისაკაძე - საპატიო თბილისელის წოდება

დედაქალაქს ახალი საპატიო მოქალაქეები ჰყავს - ცოტა ხნის წინ მერმა საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა ექიმებს, ლევან ჭაჭიაშვილსა და გელა მუხაშავრიას; ვეტერან ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს; მსახიობებს, ლალი ბადურაშვილს, ნოდარ მგალობლიშვილს და თამარ სხირტლაძეს; ასევე, ხელოვნ ჯემალ ჭკუასელს; ლოტბარსა და მომღერალს, რობერტ გოგოლაშვილს; მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ფრიდონ სულაბერიძეს; მევიოლინესა და დირიჟორს, ლიანა ისაკაძეს; აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს; მხატვარ დიმიტრი ერისთავს; და ასევე, მხატვარს, მწერალს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, რევაზ გაბრიაძეს.

ღონისძიება თბილისობის ფარგლებში გაიმართა. დედაქალაქის დღესასწაული რამდენიმე ადგილზე აღინიშნება, მათ შორის, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე. 

დღის ამბები