03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
არც ერთი მეთაური აღარ არის ცოცხალი - პირველი ინტერვიუ უკრაინაში გადარჩენილ ქართველ მებრძოლთან

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა „რუსთავი2“-ს  ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და იმ საბედისწერო შეტაკებების დეტალებზე უამბო, რომელსაც ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

მამუკა მამულაშვილის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო რაზმს ჩასაფრება პრორუსმა სეპარატისტებმა მოუწყეს. ორმხრივი ინტენსიური სროლები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის რაზმის მეთაურიც.

„არც ერთი მეთაური აღარ არის ცოცხალი,“ -  აცხადებს მამულაშვილი.  

ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები