07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ერაყის არმია მოსულის ISIS-ისგან გათავისუფლებას იწყებს

ერაყის არმია მოსულის შტურმისთვის ემზადება. ქალაქის მისადგომებთან მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს. ქურთი მებრძოლების ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა უკვე დაწყებულია.

პირველი იერიშები კი ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ამერიკელმა არტილერიამ და კოალიციის ავიაციამ მიიტანეს. პენტაგონში ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ISIS-მ 2014 წელს დაიპყრო. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის მთავრობამ ვაშინგტონთან შეათანხმა და კოალიციის დახმარება ითხოვა.

ოპერაციაში ჩართვის სურვილი თურქეთმაც გამოთქვა და ერაყში ჯარი შეიყვანა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით თურქული ჯარის მობილიზება გარდაუვალი ზომაა, რადგან ერაყი მოსულის გათავისუფლებას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს.


დღის ამბები