01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
თბილისობა 2016 დღეს დასრულდება

თბილისობის მეორე დღე. რიყეზე, ახალ ტიფლისსა და ლეღვთახევში ღონისძიებები 12:00 საათზე ისევ განახლდა. 

ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ლეღვთახევში დღესაც გაცოცხლდება მეცხრამეტე საუკუნის თბილისი. ევროპის მოედანზე კი წარმოდგენილია ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

მეტეხის ხიდზე უძველესი ავტომობილებია გამოფენილი. განახლებულ ტიფლისში, აღმაშენებლის გამზირზე კი რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი. 

თბილისობა დღეს გალა კონცერტით დასრულდება. 

 

დღის ამბები