07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
წყალდიდობა ვიეტნამში - სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს დაატყდა თავს. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის გამო რეგიონში მდინარეები ადიდდა და დასახლებები დაიტბორა. ზოგიერთ რაიონში მეწყერიც ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 30 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათობით ავიარეისი. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ისევ უამინდობას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს ტროპიკული შტორმი უახლოვდება.

დღის ამბები