01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ფხენიანმა მორიგი ბირთვული ექსპერიმენტი ჩაატარა

ფხენიანის მორიგი ბირთვული ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ვაშინგტონისა და სეულის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ მუსუდანის ტიპის რაკეტა გამოსცადა, თუმცა ის გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

პენტაგონის ცნობით, ბირთვული ექსპერიმენტი კუსონგის სამხედრო ბაზაზე შაბათს ჩატარდა, თუმცა რა გახდა აფეთქების მიზეზი სამხედრო მეთაურობაში არ აკონკრეტებენ.

სეულმა ფხენიანი პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რაკეტის გამოცდა სამხრეთ კორეა-შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნების დასკვნით დღეს განზრახ დაამთხვიეს.

დღის ამბები