01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინეს, ოლეგ კაგანს ეძღვნებოდა.

მუსიკოსი ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრე იყო. 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის დრამატულ თეატრში საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით 5 კონცერტი ჩატარდა.

ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები