01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"საქართველოში მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები,"- პრეზიდენტის მრჩეველი

"დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები, ამას დიდწილად ხელს უწობს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამონათქვამები,"- ეს განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, სოფო შამანიდმა, საავადმყოფოში გააკეთა, სადაც მან დაჭრილი ტრანსგენდერი მოინახულა. 

დაშავებული კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პრეზიდენტის მრჩეველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დროულად დასრულდება და მოძალადე დაისჯება, ხოლო დაშავებულის მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

"ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თავი ისე როგორც სურს, ჰქონდეს ის იდენტობა, რომელსაც თავად აირჩევს. არავის არ აქვს უფლება მიუთითოს, გაკიცხოს მითუმეტეს იძალადოს. დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები, ამას დიდწილად ხელს უწობს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამონათქვამები,"- აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი. 

დღის ამბები