07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებული სამეფო შესაძლოა შოტლანდიამ დატოვოს და ევროკავშირში დარჩეს

შოტლანდია დამოუკიდებლობის გამნეორებითი რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება. განცხადება ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა პირდაპირ ეთერში გააკეთა. ნიკოლა სტერჯეონმა განმარტა, რომ ბრექსიტის შემდეგ სურათი ქვეყნის შიგნით კარდინალურად შეიცვალა.

შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ და შესაბამისად გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის მომხრეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

შოტლანდიის პირველი მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი შოტლანდიაში 2020 წლამდე ჩატარდება.


დღის ამბები