07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
მონტენენგროში საპარლამენტო არცევნები მიმდინარეობს

მონტენეგრო დღეს პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. პარლამენტში მოსახვედრად სამი კოალიცია და 14 პარტია იბრძვის, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთავარი ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს.

ექსპერტების განცხადებით, თუ სოციალისტების დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყანა პროდასავლურ კურსს და ნატო-ში გაწევრიანების პროცესს დაასრულებს.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კი ჩერნოგორიე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, რადგან დემოკრატიული ფრონტი საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს რუსეთთან დაახლოვებასა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.


დღის ამბები