01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
თბილისობის მეორე დღე და ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე

თბილისობის მეორე დღეს დამთვალიერებელს რარიტეტული ავტომობილების ხილვა შეუძლია. ექსპოზიცია მეტეხის ხიდზე მოეწყო.

ევროპის მოედანზე კი წარმოდგენილია ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტი. ძალაშია დანარჩენი ორი ლოკაცია - ლეღვთახევი და ახალი ტიფლისი.

აღმაშენებლის გამზირზე უკვე მეორე დღეა სახალხო სეირნობა იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ოჯახთან ერთად ელოდებიან.

რიყის პარკში კი ბავშვებისთვის სხვადასხვა ატრაქციონებია მოწყობილი.

დღეს საღამოს 09:00 საათზე კი თბილისობის ორდღიანი დღესასწაულის კულმინაცია გალა კონცერტი იქნება, რომელიც მეიდანზე გაიმართება.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები