07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
უბედური შემთხვევა კალიფორნიაში - სატვირთო ავტომობილი ესტაკადიდან გადავარდა

მსხვერპლი მოჰყვა უბედურ შემთხვევას კალიფორნიაში - სატვირთო ავტომობილი სან-დიეგოში ესტაკადიდან გადავარდა და პარკში ჩავარდა, სადაც ბაიკერების ფესტივალი მიმდინარეობდა. თვითმხილველების განცხადებით, პიკაპი ხალხს დაეცა. ინცინდენტის შედეგად კი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მანქანის მძღოლი გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიცია მომხდარის დეტალებს ამ დრომდე არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ავარიის მიზეზი მძღოლის დაუდევრობა გამხდარიყო, რადგან ვარაუდობენ, რომ ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

დღის ამბები