07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ამ წუთებში ლონდონში, სირიაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ამ წუთებში ლონდონში სირიაში შექმნილ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.

მოლაპარაკებას სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჯონ კერი ევროპელ კოლეგებს სერგეი ლავროვთან და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს აცნობს. ცნობილია, რომ ლოზანას გუშინდელი შეხვედრა კონკრეტული სამშვიდობო გეგმის შემუშავების გარეშე დასრულდა. თუმცა ჯონ კერიმაც და სერგეი ლავროვმაც აღნიშნეს, რომ გაჩნდა ახალი იდეები, რომლებიც სამშვიდობო პროცესის დასაწყებად შეიძლება გამოიყენონ.

დღის ამბები