07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
თურქეთში მორიგ აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს თურქეთის სამხრეთ რეგიონში. აფეთქება ქალაქ გზიანტეპში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა და მას სამი პოლიციელი ემსხვერპლა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიცია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირის დასაკავებლად ერთ-ერთ ბინაში ატარებდა რეიდს. დაკავების დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.


დღის ამბები