01 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
3 საათზე ნაკლები გალა-კონცერტის დაწყებამდე - თბილისობის ორდღიანი დღესასწაული დასასრულს უახლოვდება

თბილისობის ორდღიანი დღესასწაული დასასრულს უახლოვდება. კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებების შემდეგ, პროგრამის მთავარი გალა-კონცერტის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლები რჩება.

რამდენიმე საათის წინ, დედაქალაქის მერი ოჯახთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა. აღმაშენებლის გამზირზე იყო ასევე ზაარბრიუკენის მერიც. შარლოტე ბრიტციმ დავით ნარმანიასთან ერთად, სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო. 

დედაქალაქის მერმა, აღმაშენებლის გამზირის ახალი კონცეფციის ავტორები სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

„დღევანდელ საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი, სადაც ძალიან საინტერესო პროგრამაა შემოთავაზებული. ასე, რომ ჯერ არ სრულდება თბილისობა, ძალიან ბევრი ღონისძიება გვიან საღამომდე წინ გვაქვს და მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ისიამოვნონ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები