01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
საეჭვო და გაუმჭვირვალე ინვესტიციები საქართველოში - რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

ჰუმანითი-ჯორჯია ერთ-ერთი კონპანიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ 30 მილიონის დაფინანსება და თბილისში მიწა გადასცა ქარხნის ასაშენებლად, შედეგად კი მედიკამენტებზე ფასების დაკლება უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ქართულმა მხარემ, ყოველგვარი ბიზნეს ისტორიის გარეშე ასობით ჰექტარი მიწა უფასოდ გადასცა, ქართულ-ირანული ჯეო-პარსია. კომპანია ერთ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს და ნავთობ-გადამამუშავებულ ქარხანას ააშენებს.

რატომ ჩუქნის მთავრობა ასობით ჰექტარს ჯეო-პარსს? ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, რომ ის საწვავის იმპორტს ჩაანაცვლებს და ადგილზე ადგილობრივებს დაასაქმებენ, თუმცა ამ ინფორმაციას თავად კომპანიაში უარყოფენ. ქარხანას მხოლოდ მაღალ-კვალიფიციური პერსონალი დასჭირდება.

ტერიტორია, სადაც ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს, რამდენიმე ასული მეტრითაა დაშორებული სანაპიროდან, ასევე დასახლებული პუნქტიდან და ავტობანიდან. ამის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტროში ამ დრომდე არაფერი იციან პროექტის შესახებ და იქ არც განაცხადია შესული.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

დღის ამბები