01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
პროფესორი კენ უოკერი - ქართველი სტუდენტების დამხმარე და გულშემატკივარი ემორის უნივერისტეტში

პროფესორი კენ უოკერი - ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის რთულ პერიოდში ქვეყნის სამსახურში ჩადგა და თავისი უანგარო მეგობრობით, ბევრ ადამიანს დახმარების ხელი გაუმართა. პროფესორი საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვიდა.

ქართველი სტუდენტების გულშემატკივარი და პირველი დამხმარე ემორის უნივერსიტეტში სწორედ კენ უოკერია. უოკერი ემორის უნივერისტეტში მედიცინის ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის პროფესორია.

კენ უოკერი ემორიში უამრავ ქართველ სტუდენტსა თუ პროფესიონალს დაეხმარა სწავლასა და გზის გაკვლევაში. მისი დახმარებით საქართველოში უამრავი პროექტი განხორციელდა. მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, ემორის მხარდამჭერით, აქ ქართველი და უცხოელი სტუდენტები ისწავლიან.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები