01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
თბილისობა - გაცოცხლებული ძველი ქალაქი და 2 დღით მივიწყებული რეალობა

თბილისობა 2016 - ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის დღესასწაული რამდენიმე ადგილზე აღინიშნებოდა, მათ შორის, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე.

შარშანდელი თბილისობისგან განსხვავებით წელს ზეიმის ადგილს ლეღვთახევი დაემატა. ამ ადგილას მეცხრამეტე საუკუნის თბილისი გააცოცხლეს.

რიყესა და ლეღვთახევისგან განსხვავებით, აღმაშენებლის გამზირი თანამედროვე ხელოვნებით, შთამბეჭდავი ვიტრინებითა და ელექტრონული მუსიკით იყო გაფორმებული.

განახლებული აღმაშენებლის ეზოებში მოაწყვეს კაფეები, ტანსაცმლისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობები, იყიდებოდა ცხელი ფუნთუშები და რა თქმა უნდა, ყველგან მწვადი.

უკვე 37 წელია აღვნიშნავთ თბილისობას, თუმცა თბილისი არც ისეთია როგორიც 37 წლის წინ იყო და არც ისეთი როგორიც გუშინ. ყოველდღე უამრავი შენობა ინგრევა და მათ ადგილს ბეტონის ჯუნგლები იკავებს. ყოველწლიურად ხელოვნურად ვაცოცხლებთ მივიწყებულ პროფესიებს, ადამიანებს, სამოსს და სიტუაციებს ოღონდ აუცილებლად იქ, სადაც შენარჩუნებულია ძველი თბილისის არქიტექტურა და არა იქ, სადაც ამდენი კორპუსის აშენების ბრძანება გაიცა.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

 

დღის ამბები