01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ნიჭიერის" მეშვიდე სეზონი - მეგა-შოუ მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება

რამდენიმე კვირაში რუსთავი 2-ის ეთერში ნიჭიერის მეშვიდე სეზონი დაიწყება. დღეს კი შესარჩევი ტურები დაიწყო. პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. მეგა-შოუს პროდიუსერები მაყურებელს ბევრ სიურპრიზს და განსხვავებულ სანახაობას ჰპირდებიან. 

შემოქმედებით ჯგუფში ამბობენ, რომ ნიჭიერს ბევრი უცხოელი სტუმარი ეყოლება. 

უკვე ცნობილია, რომ ახალ მეშვიდე სეზონს განახლებული ჟიურის შემადგენლობა ეყოლება. 

ჟიურის წევრებს შორის იქნებიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, კურიერის წამყვანი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მსახიობი რუსკა მაყაშვილი. 

"ძალიან ვღელავდი, უჩვეულო ამპლუაა. ძალიან ორგანული გახდა ეს შოუ პირველივე ნომრიდან. შესვლამდე ვინერვიულე. მერე დავინახე დარბაზი, იყო ღელვა მაგრამ სწრაფად მომეხსნა,"- განაცხადა მაკა ჩიჩუამ. 

ნიჭიერის ჟიურის კიდევ ერთი ახალი წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ერთი შეხედვით სახალისო ამპლუა ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. 

"ვფიქრობდი, რომ სახალისო იყო ჟიურიში ყოფნა, ახლა ვხვდები, რომ საპასუხისმგებლო ყოფილა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები