01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული მამაკაცი.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დაჭრილის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმეა.

დღის ამბები