01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"თბილისობის" ფარგლებში, თბილისზე მზრუნველის ტიტული 7 მოქალაქეს მიენიჭა

რესტავრატორი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ბიბლიოთეკარი, მეტროს მემანქანე, საბავშვო ბაღის და ხელოვნების სკოლის დირექტორები.

თბილისზე მზრუნველის ტიტული ამჯერად, ამ პროფესიების 7 მოქალაქეს მიენიჭა. მათ სიგელები და  სიმბოლური საჩუქრები დედაქალაქის მერმა გადასცა.

უკვე მესამე წელია, რაც მოქალაქეები თბილისის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის ამ ტიტულით ჯილდოვდებიან თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში.

ასევე დაჯილდოვდნენ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის თბილისის გამარჯვებულები, ისინი 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

„დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქალაქს. 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაშ იმუშაო სასწრაფო დახმარების სისტემაში, 50 წელზე მეტი იყო საბავშვო ბაღში და ა.შ. არ არის მარტივი საქმე. ეს ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მონდომებით გააკეთეს და დღემდე ემსახურებიან ჩვენს ქალაქს. სწორედ ამიტომაც, მათ მიიღეს სპეციალური ჯილდო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები