07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ამერიკელი სპრინტერისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ტაისონ გეის ქალიშვილი დაიღუპა

სროლის შედეგად ამერიკელი სპრინტერისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ტაისონ გეის ქალიშვილი დაიღუპა. შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონში მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, 15 წლის ტრინიტი გეი რესტორნის ავტოსადგომზე იმყოფებოდა, როდესაც ორი მანქანიდან ერთმანეთის მიმართულებით ისროლეს.

დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დღის ამბები