07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ჩრდილოეთ კაროლინაში "რესპუბლიკური პარტიის" ოფისს თავს დაესხნენ

რესპუბლიკური პარტიის ოფისს ჩრდილოეთ კაროლინაში თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით, შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. თავდასხმა ღამით მოხდა, სავარაუდოდ, ამ დროისთვის ოფისში არავინ იმყოფებოდა.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი. დონალდ ტრამპის განცხადებით, თავდასხმა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდამჭერების ორგანიზებულია.

კომენტარი გააკეთა ჰილარი კლინტონმაც და მომხდარი ინციდენტი დაგმო.

დღის ამბები