07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები მონტენეგროში - "სოციალისტების დემოკრატიული პარტია" 40,7 %-ით ლიდერობს

მონტენეგროში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტების დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ, პრემიერ მილო ჯუკანოვიჩის მეთაურობით, ხმების 40,7 % მოიპოვა, ოპოზიციურმა დემოკრატიულმა ფრონტმა კი ამომრჩევლის ხმების 21 %.

ექსპერტების განცხადებით, თუ მმართველი პარტია ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყანა პროდასავლურ კურსს შეინარჩუნებს.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კი, მონტენეგრო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.

არჩევნების პარალელურად, სამართალდამცველებმა სახელმწიფო და პოლიციის შენობებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით სერბეთის 20 მოქალაქე დააკავეს.

დღის ამბები