07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
უბედური შემთხვევა ინდონეზიაში - საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ინდონეზიაში. საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

შემთხვევა ბალის მახლობლად, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე მოხდა.

მოსახლეობა რელიგიურ დღესასწაულის აღსანიშნავად, ტაძრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდმა კი, რომელიც ორ პატარა კუნძულს ერთმანეთთან აერთიანებდა, მომლოცველთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო.

ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, ყველა დაღუპული ინდონეზიის მოქალაქეა.

 

დღის ამბები