07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, ლიდერები დაგმობენ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ. საბოლოო დოკუმენტში კი ერთ-ერთი პუნქტი სირიისა და მისი მოკავშირეების საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარდგომას შეეხება.

ალეპოს დაბომბვის გამო ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთიც. ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხბზე უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღებენ.

დღის ამბები