07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ჩინეთმა კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი მისია გაუშვა.

ჩინეთმა კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი მისია გაუშვა. ორბიტაზე ხომალდი გაგზავნეს, რომლის ბორტზეც ორი ასტრონავტი იმყოფება.

ეკიპაჟი ექსპერიმენტულ კოსმოსურ ლაბორატორიაში ორი დღის შემდეგ დაეშვება და იქ 30 დღეს გაატარებს, რაც ჩინელი ასტრონავტებისთვის კოსმოსში ყოფნის რეკორდული პერიოდია.

მისიის მიზანი კოსმოსის შესწავლის შესაძლებლობების განვითარებაა. ასტრონავტები ორბიტაზე სამედიცინო, სამეცნიერო და სხვა სახის ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.

დღის ამბები