01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
ტრანსგენდერის საქმე - ომბუდსმენისთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს იყო თუ არა დანაშაული სიძულვილით მოტივირებული

ტრანსგენდერის დაჭრის გამოძიებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინონ იყო თუ არა დანაშული სიძულვილით მოტივირებული. 

„მსგავსი დანაშაულის გამოძიების დროს, სამწუხაროდ, იკვეთებოდა, რომ სიძულვილის მოტივი ნაკლებად იყო განხილული და შესწავლილი. ზოგადად ის, რომ ამ პირების მიმართ გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომა არსებობს საზოგადოებაში, ამ მხრივაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქმის შესწავლის დროს. გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენენ და გამოავლენენ, იყო თუ არა ეს დანაშაული სიძულვილით მოტივირებული,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები