01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება

21 ოქტომბრიდან რიგით მეოთხე დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. სინე-დოქ თბილისში 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ფესტივალზე წარმოდგენილია რამდენიმე საკონკურსო სექცია, რომელშიც 7 ქართველი რეჟისორის ნაშრომიც მოხვდა.

ფილმებს უცხოური ჟიური შეაფასებს. კინო ჩვენებების გარდა, წელს პირველად დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარებაც.

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები