07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანია "Russia Today-ს" საბანკო ანგარიშები გაყინეს

“ბრიტანეთში ანგარიშები გაგვიყინეს. ყველა ანგარიში. გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება, გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას!”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ ტვიტერში ტელეკომპანია Russia Today-ს ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი მათთვის ანგარიშების გაყინვას.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ ავრცელებს BBC-ც და წერს, რომ როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ბანკს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია. სტატიაში აღნიშნულია, რომ სამეფო ბანკმა უარი განაცხადა Russia Today-ს მომსახურებაზე. წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო წერია, რომ მათ გადახედეს საბანკო გარიგებებს და არხი ვეღარ ისარგებლებს ბანკის მომსახურებით.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიას წარსულში არაობიექტური გაშუქების გამო ბრიტანეთის მაუწყებლობის რეგულირების ორგანომ სანქცია დააკისრა. 

დღის ამბები