01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
"მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 22 ოქტომბერს

მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე – თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელიც სოფელ ხურვალეთში, რუსული საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობაზეა.

თომა ჩაგელიშვილის ახალი ფილმის თბილისური პრემიერა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, 22 ოქტომბერს შედგება. ფესტივალში კიდევ 6 ქართული ფილმი მონაწილეობს.

სინედოკ-თბილისი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ის დოკუმენტური ფილმების ყველაზე მასშტაბური ფესტივალია კავკასიის რეგიონში. სინედოკ ფესტივალი თბილისში 21 იდან 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი. 

დღის ამბები