01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ვითარება მოხეში და ურთიერთბრალდებები ქართველ მუსლიმთა კავშირსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ.  მუსლიმი თემის წარმომადგენლები კი სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ.

სწორედ შენობის მფლობელობის განსაზღვრაა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მთავარი ამოცანა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობა საერთოდ ამ ქვეყანაში არის ძალიან უარყოფითი იმ თვალსაზრისითაც, რომ აბსოლუტურად მას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ნებისმიერ რელიგიურ უმცირესობას რაიმე წასდგომოდა. უფრო მეტიც, მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის საკმაოდ სერიოზული ბზარი გააჩინა. დააშორა ერთმანეთს მუსლიმი თემი და სახელმწიფო. ზაზა ვაშაყმაძის არსებობა ამ სფეროში და ზოგადად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არსებობა ზოგადად ჩვენს სივრცეში, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა,“ - განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ ნაკაიძის ამ ბრალდებებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობას შედეგი უკვე აქვს.

„შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის არაფრის მომტანი კომისია, მაგრამ ვიტყვი, რომ შედეგი უკვე გარკვეული გვაქვს. ის, რომ მოხეში არ არის დაძაბული სიტუაცია, მეზობლებს შორის არსებობს ურთიერთობა, ის რომ დიალოგი არსებობს როგორც რელიგიურ დონეზე, ეს პატარა შედეგია?“ - ზაზა ვაშაყმაძემ.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები