01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
სოფელ მოხეს მუსლიმი თემი და მართლმადიდებელი მრევლი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია

2 წლიანი მუშაობის მიუხედავად კვლავ გაურკვეველია სადაო შენობის ბედი. სოფელ მოხეს მუსლიმი თემი და მართლმადიდებელი მრევლი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.

2 წლის განმავლობაში 13 კაციანი კომისია, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად სულ 5 ჯერ შეიკრიბა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სპეციალური კომისია მომდევნო შეხვედრას უკვე 3 ნოემბერს, ახალციხეში გამართავს.

ვითარება დასახლებაში რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი მუსლიმები სადაო შენობაში სალოცავად შევიდნენ. მოხეში სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები