01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"მთავარი საფრთხე არის ავტორიტარული მმართველობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ" - ნინია კაკაბაძე

პროდასავლურ პარტიებს განცხადებით მიმართავს სამოქალაქო სექტორი. მასში ნათქვამია, რომ რეალურია "ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი."

ისინი თხოვენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს "მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ."

"ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება. ხოლო ეს უმრავლესობა პირველ რიგში რასაც შეცვლის, ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ამით დაზარალდება ყველა," - აღნიშნავს კონსულტანტი ადამიანის უფლებების და არჩევნების სფეროში, თამარ გურჩიანი. 

განცხადებაში ასევე განმარტებულია თუ რა საშიშროება შეიძლება მოჰყვეს მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის შეცვლას და სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის დარღვევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაისმა რამდენიმე მინიშნება ცვლილებებთან დაკავშირებით.

"მთავარი საფრთხე არის ავტორიტარული მმართველობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ," - განაცხადა ნინია კაკაბაძემ. 

დღის ამბები