07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ხანძარი ინდოეთის საავადმყოფოში - დაიღუპა 22 ადამიანი

ინდოეთის საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა ორისას შტატში მდებარე კლინიკაში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი კლინიკის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილება მდებარეობს და სხვა სართულებზეც გავრცელდა.

ხანძრის გაჩენის დროს კლინიკაში 500-მდე პაციენტი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 22 ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის არიან პაციენტებიც და კლინიკის პერსონალიც.

გამოძიების ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

დღის ამბები