07 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
მელანია ტრამპი მეუღლის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

მელანია ტრამპი მეუღლის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლმა The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე, სადაც დონალდ ტრამპი ქალებს შეურაცხყოფას აყენებს, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მელანია ტრამპს მიაჩნია, რომ უხამსი გამონათქვამებისკენ ამერიკელ მილიარდერს ჟურნალისტმა უბიძგა. პრეზიდენტობის კანდიდატის მეუღლე აღნიშნავს, რომ საუბარი დონალდ ტრამპსა და ბილი ბუშს შორის კადრს მიღმა მიმდინარეობდა, როდესაც მიკროფონი გამორთული უნდა ყოფილიყო.

მელანია ტრამპი ამბობს, რომ მსგავსი გამონათქვამები მეუღლისგან არასოდეს მოუსმენია და ჩანაწერის ნახვის შემდეგ გაკვირვებული დარჩა. 

დღის ამბები